მთავარი,სიახლეები

რუსეთში, როსტოვში, დრონების ჩამოგდებას აფეთქება მოჰყვა – გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

07.09.2023
რუსეთში, როსტოვში, დრონების ჩამოგდებას აფეთქება მოჰყვა – გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა 7 სექტემბერს, გამთენიისას.

დრონი პუშკინის ქუჩაზე დაეცა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, იმ რაიონში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ როსტოვში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ქალაქგარეთ დაეცა დასავლეთ ნაწილში, მეორე – ცენტრში. შედეგად დაზიანდა სამი კორპუსის ფასადი და რამდენიმე მანქანა. დაშავდა ერთი ადამიანი.

_____________

ფოტოზე: აფეთქება როსტოვის ცენტრში. კადრი ვიდეომასალიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: