უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 256 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
- ტანკი – 4 332 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 8 410 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 5 193 ერთეული [+24]
- MLRS – 714 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 486 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+2]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 276 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 658 ერთეული [+17]
- სპეცტექნიკა – 783 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 461 თვითმფრინავი
- 246 ვერტმფრენი
- 5 831 უპილოტო საფრენი აპარატი
- 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 366 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 928 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 307 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
- ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინა აგრძელებს შეტევას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით