შოვში, სტიქიის ზონაში, დღეს 6 აგვისტოს, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის [17:00 სთ] შოვში დაღუპულთა რაოდენობა არის 18, ოფიციალური ინფორმაციით, მაშველები სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან.

ბოლო ცნობებით, დაღუპულთა შორის არიან: ლუკა დუდაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება:
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023 / თავდაცვის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის ფოტოები
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023
სტიქიის ადგილი შოვში / 6.08.2023 / თავდაცვის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის ფოტოები

ამავე თემაზე:

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version