დღეს, 31 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგს ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, მეორე – სასწავლო დაწესებულებას. სარაკეტო შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ნანგრევების ქვეშ მაშველები ადამიანებს ეძებენ – სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ბოლო ცნობებით, დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
