უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 245 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 4 205 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 8 178 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 4 795 ერთეული [+9]
  • MLRS – 698 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 459 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 011 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 275 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 711 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 457 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 358 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 661 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 971სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსებს უნდათ „ქართული ლეგიონი“ ერთიანად გაანადგურონ – ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version