მოხალისეობა სხვების უანგაროდ დახმარებას გულისხმობს. მოხალისე არის ფიზიკური პირი, რომელიც დროსა და ენერგიას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის კეთებაში ხარჯავს. თუმცა მოხალისეებისა თუ მათი მიმღები ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობამ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის.
სწორედ ამიტომ, 2023 წლის 19 მაისს, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის“ გაიმართება, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისეობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.
ფორუმზე სტუმრებს წარუდგენენ აჭარის რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებს და დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზებენ.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში მუშაობა მოხალისედ დავიწყე და ამან ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება მომცა,“ – ამბობს მარიკა ზაქარაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის მენეჯერი.
მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები ამ ფორუმზე აღმოაჩენენ ახალ შესაძლებლობებს როგორც მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად, ისე გამოცდილების მისაღებად.
ფორუმის მიზანია, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, ასევე მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, მოხალისეები, აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
გამოფენაზე ბათუმის ახალგაზრდული საბჭო, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობას გააცნობს.
ფორუმი იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით.
[toggle title=”დღის წესრიგის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
მოხალისეობის რეგიონული ფორუმი
19 მაისი, 2023
ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“ (რუსთაველის ქუჩა №40)
დღის წესრიგი
| 14:30 – 15:30 | მონაწილეთა რეგისტრაცია/მოხალისეთა ფორუმი, გამოფენა
აჭარის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების საქმიანობის წარდგენა; აჭარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs; CBOs) საქმიანობის გამოფენა; მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა |
| 15:30 – 15:40 | მისალმება
|
| 15:40 – 16:45
16:45–17:00 |
პანელური დისკუსია: მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში
მოდერატორი: ქეთი ადეიშვილი – პროექტების მენეჯერი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH)
კითხვა-პასუხი ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ პრეზენტაცია – თემურ ჯალიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) |
| 17:00 | ფორუმის დახურვა, ყავა/ჩაი |
[/toggle]
