მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მაისი

08.05.2023 • 2147
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 194 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 3 730 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 7 253 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 3 018 ერთეული [+8]
  • MLRS – 554 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 614 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 958 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 384 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 418 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 4 042 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 033 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 096 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 764 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 059 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მებრძოლებისთვის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალის მიწოდებას დაჰპირდნენ. სავარაუდოდ, ეს დაპირება მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია “უკრაინსკაია პრავდამ” პრიგოჟინის პრესსამსახურზე დაყრდნობით, 7 მაისს გაავრცელა:

ამავე თემაზე:

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში პოზიციები კადიროველებს გადასცეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: