ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი Maroon 5 უკვე ბათუმშია. ჯგუფი კონცერტს ხვალ, 7 ივნისს ბათუმის „საოცრებათა პარკში“ გამართავს.

ფოტოს ავტორი, დავით შერვაშიძე
პოპ-როკ ჯგუფი, 1992 წელს ჩამოყალიბდა, როგორც Kara’s Flowers. 2002 წლიდან და ცნობილია როგორც Maroon 5. პოპ-როკ ჰგუფმა საერთაშორისო წარმატებას სადებიუტო ალბომით Songs About Jane მიაღწია.

ცნობილი ჯგუფი საქართველოში პროექტის chek in Georgia -ს ფარგლებში ჩამოვიდა. კონცერტთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ ორი დამატებითი მატარებელი დანიშნა. ამ დროისთვის რამდენი ბილეთია გაყიდული სულ კონცერტზე, უცნობია. tkt.ge-ს მონაცემებით, 25 აპრილისთვის 9 500 ელექტრონული ბილეთი იყო გაყიდული.

ფოტო: თორნიკე თავაძე

ფოტო: თორნიკე თავაძე.

ფოტო: თორნიკე თავაძე