ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სატეხიასთან ახლოს ხანძარია. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამჟამად რომელიმე შენობაზე გადასული არ არის.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, გაძლიერდა  და ის ახლა უკვე სახლებთან ახლოსაა.

Exit mobile version