უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 102 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 3 011 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 010 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1 991 ერთეული [+3]
  • MLRS – 418 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 706 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 635 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 352 თვითმფრინავი
  • 192 ვერტმფრენი
  • 2 724 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 240 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 940 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 708 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 747 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსები მილიონ-ნახევარიანი არმიითაც ვერაფერს მიაღწევენ“ – ინტერვიუ გენერალ-მაიორთან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version