მთავარი,სიახლეები

ლუგანსკში „სახალხო საბჭოს დეპუტატი“ მოკლეს – მედია

20.09.2022
ლუგანსკში „სახალხო საბჭოს დეპუტატი“ მოკლეს – მედია

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, ლუგანსკში „რესპუბლიკის“ დეპუტატი ოლეგ პოპოვი მოკლეს. გავრცელებულ ინფორმაციაში სიკვდილის მიზეზები არ კონკრეტდება, მხოლოდ მითითებულია, რომ მანამდე პოპოვზე თავდასხმა განხორციელდა.

ცნობა ტელეგრამში უკრაინელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.

როგორც უკრაინის 24-ე არხი წერს, სოციალურ ქსელებში კოლაბორაციონისტი პოპოვის დაღუპვის ერთ-ერთ ვერსიად ეფეესბეს მიერ მისი ლიკვიდაცია განიხილება.

გასულ კვირას, ლუგანსკში, საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურორი, სერგეი გორენკო, რომელიც რუსული მედიის ცნობით, მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფეთქებისას დაიღუპა მისი მოადგილეც.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ პროკურორი და მისი მოადგილე კრიმინალური გარჩევების მსხვერპლი გახდნენ, რადგან გაქცევამდე მოპარული ქონება ვერ გაიყვეს. კიდევ ერთი ვერსიით, რუსეთმა „წმენდა“ დაიწყო და სამხედრო დანაშაულების მოწმეებს თავიდან იშორებს.

მთავარ ფოტოზე: ოლეგ პოპოვი, ფოტოს ცენტრში, მიკროფონთან/ფოტო: დენის კაზანსკის ტელეგრამიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: