ხულოს სოფელ მეხალაშვილებში, წუხელ ღამით, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უსახლკაროდ დარჩენილ ორ, 6-6 სულიან ოჯახს, დღეიდან ხულოს მერია საცხოვრებლად დროებით, ქირით გადაიყვანს.

„თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის მასალა გადაეცემა“ – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, ხულოს მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

ხანძარი ხულოს სოფელ მეხალაშვილებში
ხანძარი ხულოს სოფელ მეხალაშვილებში / ფოტოები მოგვაწოდეს ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულიდან

ხულოს მუნიციპალიტეტის ამავე სოფელში, 2019 წელს, 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა:

ხულოში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version