ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს  ვეტერინარების მიერ  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და  ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი  [850,5 კილოგრამი თევზის ნაწარმი] უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version