ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 19 სექტემბრიდან, იზღუდება [აღარ განხორციელდება] წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის [გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა] განსაზღვრისათვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება [გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით].

„წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მომართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, განცხადების წარდგენის საფუძველზე.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე განხორციელდა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო  ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

მთავარი ფოტო: გამშვები პუნქტი „სარფი“ / „ბათუმელების“ არქივიდან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version