მთავარი,სიახლეები

მთელი ხერსონი უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა – გუმენიუკი

14.09.2022 • 5277
მთელი ხერსონი უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა – გუმენიუკი

ხერსონის ოლქში საცეცხლე უპირატესობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ, სამხრეთში კონტრშეტევა გრძელდება – უთხრა ჟურნალისტებს სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

„ხერსონის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საცეცხლე კონტროლი მოვიპოვეთ, განვაგრძობთ საბრძოლო მოქმედებებს, თუმცა გამარჯვებებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, საჭირო გამაგრება და დასახლებული პუნქტების სრული გათავისუფლება“ – აღნიშნა გუმენიუკმა.

მისი თქმით, სამხრეთში უკრაინის სამხედრო ძალები წინ მიიწევენ და ავიწროებენ რუს ოკუპანტებს, თუმცა სარდლობას ჯერ რეგიონში მიღწეულ ყველა წარმატებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ შეუძლია.

12 სექტემბერს სარდლობა „სამხრეთმა“ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე 13 დასახლებული პუნქტი და 500 კმ2-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: