მთავარი,სიახლეები

კრემლთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

25.08.2022
კრემლთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

არსებულ ვითარებაში მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი. მის კომენტარს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე მოლაპარაკებაც კი არ სურს და ასეთ ვითარებაში სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბერბოკმა აღიარა, რომ ბერლინის ყოყმანი კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და  Nord Stream 2-ის გაზსადენი გახდა ბალტიისპირა ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის გერმანიის მიმართ ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი.

„ჩვენ არ გავითვალისწინეთ ჩვენი ბალტიისპირელი და აღმოსავლეთევროპელი მეგობრების შიში. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ევროპული და აღმოსავლეთევროპული პოლიტიკა,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტი 22 თებერვალს გაყინა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: