უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
- ტანკი – 1 602 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 3 797 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 815 ერთეული [+3]
- MLRS – 247 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 667 ერთეული [+3]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 2 665 ერთეული [+17]
- სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 234 თვითმფრინავი
- 137 ვერტმფრენი
- 1 479 უპილოტო საფრენი აპარატი
- 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 3 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 724 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 102 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 4 064 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„პუტინი გაგუდულია, თუ ბელარუსმა ფრონტი არ გახსნა“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში ომზე






