პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარედ, ასევე ბათუმის სპორტული ცენტრის, ყინულის მოედანსა და ბულვარში 12:00-დან 19:00 საათამდე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. თავისუფალ დასწრებას სთავაზობს პატარებს ასევე ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი, თუმცა ადგილები შეზღუდულია.

ბავშვებისთვის პირველ ივნისს მოეწყობა:

  • ინსტალაციებით მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
  • საბავშვო ლიტერატურის გამოფენა წიგნის კუთხეში
  • საბავშვო ნახატების გამოფენა
  • ზღაპრის გმირები, კოსტიუმირებული მსახიობები – დისნეი, ჯამბაზები, ოჩოფეხები, მეკობრე და სხვა
  • ხეზე მოწყობილი სპეციალური ვერანდები და ჰამაკები
  • სამახსოვრო ფოტოების გადაღება სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან
  • საბავშვო დიზაინით შეფუთული გიფის აპარატი.

14:00-21:00 საათამდე ცენტრალურ პარკში გაიმართება საბავშვო კონცერტი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ცენტრებისა და სტუდიების მონაწილეობით.

  • 11:00 საათზე – ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში გაიმართება შოუ პროგრამა ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში.
  • 13:00-17:00 – ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბავშვებს უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმის მოზარდ-მაყურებელთა და თოჯინების თეატრის პროგრამა ასეთი იქნება:

  • 13:00 – „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ – რეჟისორი ვახტანგ ქორიძე. დასწრება თავისუფალია, მაგრამ შეზღუდული.
  • 16:00 – საბავშვო კონცერტი ზღაპრის გმირების მონაწილეობით საყვარელი სპექტაკლებიდან. დასწრება თავისუფალია.
  • 19:00 – ანიმაციური ფილმის ჩვენება „დიდი გამყინვარება 6: ბაკ უაილდის თავგადასავალი“. დასწრება თავისუფალია.
  • 21:00 – ფრანების გაშვება თეატრის ეზოდან.

მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version