რეკლამა,სიახლეები

მსახიობები ლიტერატურისთვის წიგნის ფესტივალზე გაერთიანდნენ

29.05.2022
მსახიობები ლიტერატურისთვის წიგნის ფესტივალზე გაერთიანდნენ

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას მსახიობები წელსაც შეუერთდნენ. ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით,   მსახიობ ნინო კასრაძის ინიციატივით,  პროექტში ოცდაათზე მეტი ხელოვანი  ჩაერთო.

პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“ კომპანია სილქნეტი ყოველწლიურ ღონისძიებაზე უკვე მესამედ წარადგენს.

წიგნის ფესტივალზე მისული სტუმარი სხვადასხვა თაობის მსახიობებს და აზროვნების აკადემიის „ლიტერატოს“ აღსაზრდელებს  მოუსმენს.

29 მაისს ღონისძიების დასკვნით დღეა. 

მსახიობები ქართულ და უცხოურ გამოცემებს წარადგენენ:  

ნინო კასრაძე – გიორგი სავანელის პიესას „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – გამომცემლობა „წიგნიერი“, კრებულს „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ – გამომცემლობა „არტანუჯი“.

კახა კინწურაშვილი – ერიკ ლის დოკუმენტურ პროზას „ქართული ამბოხი ტექსელზე – ბოლო ბრძოლა ევროპაში“ – გამომცემლობა „ზიარი“, ივა ფეზუაშვილის რომანს „ბუნკერი“ – გამომცემლობა „ინტელექტი“.

ნანა ხურითი – ირმა ტაველიძის რომანს „ბნელ წყლებში“ – გამომცემლობა „დიოგენე“, არჩილ ქიქოძის რომანს „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.

ლილი ხურითი – ანდრო დგებუაძისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საუბრების კრებულს „განსხვავებული საზრისები“ – გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“ .

ნათია ფარჯანაძე – ხავიერ მარიასის რომანს „ბერტა ისლა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“.

თიკა ლაღიძე – ჰაინრიჰ ბიოლის რომანს „ბილიარდი ათის ნახევარზე“ – გამომცემლობა „სიესტა“, ვალიკო ჯუღელის ჩანაწერებს „მძიმე ჯვარი“ – გამომცემლობა „ზიარი“.

ტასო ჭანტურაია – ალბერ კამიუს რომანს „პირველი ადამიანი“ – გამომცემლობა „აგორა“, სალი რუნის რომანს „საუბრები მეგობრებთან“ – „სულაკაურის გამომცემლობა“.

თამთა ინაშვილი – ლევან გიგინეიშვილის მიმოხილვას „საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე“ – გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“.

პროექტ „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ღონისძიება  საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11  პავილონში, 12:00სთ -დან 19:00 საათამდე გასტანს. 

დასწრება თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: