რეკლამა,სიახლეები

სილქნეტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პროექტს „მსახიობები ლიტერატურისათვის“ უკვე მესამედ წარადგენს

27.05.2022
სილქნეტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პროექტს „მსახიობები ლიტერატურისათვის“ უკვე მესამედ  წარადგენს

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“ კომპანია სილქნეტი  27-28-29 მაისს წარადგენს. საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში,  საგანგებოდ მოწყობილი სცენა ყველა თაობის მსახიობს გააერთიანებს.  ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მოზარდები მიიღებენ.

სამი დღის განმავლობაში  მსახიობები ფესტივალის სტუმრებს გააცნობენ ქართველ და უცხოელ ავტორებს, ფესტივალზე წარდგენილ   ახალ გამოცემებს, გაიმართება დისკუსია აქტუალურ თემებზე.  

ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით,  პროექტის გარშემო, ოცდაათზე მეტი ხელოვანი  მსახიობმა ნინო კასრაძემ გააერთიანა.   

„მოხარულები ვართ, რომ  თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სილქნეტი უკვე მესამედ წარადგენს პროექტს „მსახიობები ლიტერატურისთვის“. ლიტერატურა საგანგებოდ არის შერჩეული. ვიმედოვნებთ, რომ ხელოვანების მიერ წაკითხული, გათამაშებული და საინტერესოდ გადმოცემული ესა თუ ის ნაწარმოები,  განსაკუთრებულ გარემოს შექმნის და ფესტივალის სტუმრებს  საშუალებას მისცემს ახლოს გაეცნონ ავტორებს და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი ლიტერატურა.“ – განაცხადეს სილქნეტში.

პროექტ „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ღონისძიებები გაიმართება 27-28-29 მაისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11  პავილონში, 12:00სთ -დან 19:00 საათამდე. 

დასწრება თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: