მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 მაისი

18.05.2022
ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 მაისი

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 300 [გასულ დღე-ღამეში +400] ადამიანი
  • ტანკი – 1 251 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 043 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 586 ერთეული [+8]
  • MLRS – 199 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 91 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 202 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 167 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 441 ერთეული [+5]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 137 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 102 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციაა ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 172 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 927 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 311 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 139 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 389 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 548 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 997 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მარიუპოლში ჩეჩნურ დანაყოფებს კადიროვის ახლო ნათესავი მეთაურობდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: