მთავარი,სიახლეები

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 4 მაისის მონაცემები

04.05.2022
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 4 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 500 ადამიანი
  • ტანკი – 1077 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 610 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 491 ერთეული
  • MLRS – 163 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 81 ერთეული
  • თვითმფრინავი – 194 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 867 ერთეული
  • გემი/ნავი – 10 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 303
  • სპეციალური აღჭურვილობა – 38
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 87

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 მაისს, დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 146 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 706 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 287 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 807 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 321 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 279 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 609 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი დონბასის ჩრდილოეთით სამხედრო მანევრებს გეგმავს. უწყება ტვიტერზე წერს, რომ ამ მიზნით რუსეთმა იზიუმთან 20 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფები განალაგა:

რუსეთი ცდილობს გაარღვიოს უკრაინული თავდაცვა და გასცდეს იზიუმს – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: