მთავარი,სიახლეები

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – ახალი მონაცემები

03.05.2022
რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 200 ადამიანი
  • ტანკი – 1062 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 567 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 475 ერთეული
  • MLRS – 162 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 80 ერთეული
  • თვითმფრინავი – 194 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 843 ერთეული
  • გემი/ნავი – 10 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 291
  • სპეციალური აღჭურვილობა – 38
  • საკრუიზო რაკეტა [ჩამოაგდეს] – 84

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 146 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 696 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 286 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 783 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 316 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 255 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 590 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა, როგორ მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად. ძალების აღდგენა სანქციების გამო ძალიან გართულდება, ეს კი გრძელვადიანად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსული არმიის მდგომარეობას:

აშშ-ს და დასავლეთის თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადებს. ეს რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს:

[yellow_box]9 მაისს პუტინმა შესაძლოა ომი ოფიციალურად გამოაცხადოს – CNN[/yellow_box]

„რუსეთი უნდა დამარცხდეს და აქ საუბარი არ არის რუსეთის გაჩერებასა და მოგერიებაზე. ის უნდა დამარცხდეს საბოლოოდ, დამარცხდეს ისე, რომ აღარავისთვის იყოს საფრთხის შემქმნელი.“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე:

რუსებს უკვე ელევათ შეტევითი პოტენციალი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: