„თბილისი – იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“ – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, ტვიტერზე ქართულენოვან პოსტს აქვეყნებს. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.

„რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“ 

24 მარტს გრიგორი კარასინმა „გაწონასწორებული“ უწოდა საქართველოს რეაქციას რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ ეს ფაქტი „შეუმჩნეველი არ დარჩება“.

 

Published by ირმა დიმიტრაძე

ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან

Exit mobile version