მთავარი,სიახლეები

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 25 მარტის მონაცემები

25.03.2022
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 25 მარტის მონაცემები

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე პერიოდში რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს. გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 16 100 ადამიანი
  • ტანკი – 561 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 625 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 291 ერთეული
  • MLRS – 90 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 49 ერთეული
  • თვითმფრინავი – 115 ერთეული
  • ვერტმფრენი – 125 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 089 ერთეული
  • გემი / ნავი – 5 ერთეული
  • საწვავის ავზი – 72
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53
  • სპეციალური აღჭურვილობა – 18

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის ჯარს ამჟამად იმაზე მეტი ტანკი აქვს, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა – იუწყება „ფორბსი“. მიზეზი ნახეთ აქ:

უკრაინის მხარის დანაკარგებზე ინფორმაციას  ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 261 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 204 საზენიტო-სარაკეტო სისტემა
  • 1 587 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 163 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 636 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
  • 1 397 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აღნიშნულს მოჰყვება აშშ-ის პასუხი. ეს და სხვა განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმიანა.

[yellow_box]თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აშშ მას უპასუხებს — ბაიდენი[/yellow_box]

რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იქ წარმოებულ ომს 135 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/398829/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: