სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 13 თებერვალს, ბათუმში დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა, ორშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება სამშაბათსა და ოთხშაბათს – 15 და 16 თებერვალსაც.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი). ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, მომდევნო ორ დღეს, 15 და 16 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: შტორმის შედეგად დანგრეული პირსი ბათუმის ახალ ბულვართან /ფოტო: „ბათუმელები“, 12.02.2022 /

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version