აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარაში 8 საბავშვო ბაღი დაიხურა.

კორონავირუსის გავრცელების გამო 6 საბავშვო ბაღი დაიხურა ქობულეთში, ერთი ბათუმში და ერთიც შუახევში.

დღეის მდგომარეობით აჭარაში 14 სკოლა დაიხურა კოვიდის გავრცელების გამო, მათ შორის, ბათუმში დაიხურა 7 სკოლა.

31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში აჭარაში კოვიდით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version