მთავარი,სიახლეები

ახალ წლამდე ბათუმში თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28.12.2021 • 967
ახალ წლამდე ბათუმში თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 30-31 დეკემბერს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: