აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

5 დეკემბრის დილის მონაცემებით, რეგიონში 551 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში. აქედან 103 მძიმე პაციენტია, 41 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდ-სასტუმროში 245 პირი მკურნალობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.

ამავე თემაზე:

როგორია კორონას ახალი შტამის, “ომიკრონის” სიმპტომები

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version