რეკლამა,სიახლეები

სილქნეტის მობილური ქსელი კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგებით მნიშვნელოვნად დაწინაურდა

05.11.2021
სილქნეტის მობილური ქსელი კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგებით მნიშვნელოვნად დაწინაურდა

ბოლო ორი წელია, სილქნეტის მობილური ქსელი ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს ეხება როგორც ქვეყნის მასშტაბით მობილური ინტერნეტის დაფარვის გაფართოებასა და 4.5G ქსელის გაძლიერებას, ისე – ახალი თაობის „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიის დანერგვასა და მისი დაფარვის არეალის გაზრდას დედაქალაქში, ბათუმსა და ზღვისპიერთში, რაიონულ ცენტრებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, საკურორტო ზონებში და ა.შ. სილქნეტის 4G ქსელი მიწისქვეშ, მეტროს სადგურებშიც კი ხელმისაწვდომია. 

სილქნეტის მიერ დანერგილი ტექნოლოგია „გიგაბიტ LTE“ უაღრესად სწრაფია, ახასიათებს სტაბილური სიჩქარე და მაღალი ტევადობა, იძლევა საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მეტ აბონენტს შესთავაზოს მობილური ინტერნეტ-სერვისი სიჩქარის დეგრადაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, მისი საშუალებით შესაძლებელია დიდი მოცულობის ფაილების გადაგზავნა,  მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ყურება წყვეტის გარეშე, საქმიანი საკითხების მოგვარება ოპერატიულად (ინტერნეტ ხმოვანი და ვიდეო ზარებითა და კონფერენც-ზარებით), სიახლეების გაცნობა, სოციალური ქსელებით სარგებლობა, ონლაინ სწავლა, გართობა, შემეცნება,  უწყვეტი კავშირი ახლობლებთან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან.

მაშინ როცა პანდემიის პირობებში 2 ჯერ და 3 ჯერ მეტად გაიზარდა მობილური ინტერნეტის მოხმარება და 4G მხარდაჭერის მქონე მობილური მოწყობილობების რაოდენობაც, კომპანიამ ქსელის გასაძლიერებლად უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენა და დაფარვის ზონებიც გააფართოვა. 

კომუნიკაციების კომისიის მიერ, ბოლო 6 თვის მანძილზე ჩატარებული საფუძვლიანი კვლევისა და მონიტორინგის შედეგებით,  აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კურორტებზე: საირმე, ბაკურიანი, მანგლისი, ავტობანის მთელ პერიმეტრზე, თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში  კომპანია სილქნეტი პირველ ადგილზეა  მობილური ინტერნეტის სიჩქარითა (HTTP Average Data Rate) და დაყოვნების პარამეტრებით (ICMP Ping average (ms), რაც პირდაპირ განსაზღვრავს ინტერნეტის ხარისხს, განსაკუთრებით – OTT აპლიკაციების გამოყენებისას, როგორიცა Viber, Whatsapp, და სხვა. ასევე, უპირატესობა, ან თანაბარი მაჩვენებლები აქვს კომპანიას სხვა ოპერატორებთან მიმართებით, ხმოვანი სერვისის ხარისხის  (Good calls – წარმატებულად განხორციელებული და უწყვეტი ხმოვანი ზარები) თვალსაზრისითაც. 

სილქნეტი აგრძელებს ქსელის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით  და მომავალი წლის გაზაფხულამდე  გეგმავს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მობილური ინტერნეტის და ხმოვანი კავშირის მაღალი ხარისხით  კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და გაძლიერებას.

 თუ ჯერ არ სარგებლობთ სილქნეტის ქსელით,  დაპორტირდით hello.silknet.com – დან ან შეიძინე SIM ბარათი სახლიდან გასუვლელად! 

 თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: