სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდი იქნება.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის  21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 ოქტომბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი 

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში მზიანი და თბილი ამინდი 15 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version