„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს.

„მზად ვართ, სრულიად უსასყიდლოდ დაზარალებულ მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურება გავუწიოთ.

დაგვიკავშირდით: +995 595 201 811.“

ინფორმაციას ცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს.

__________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

ამავე თემაზე:

ბსუ-ს კლინიკის ფსიქოთერაპევტები დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version