საქართველოს რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 15 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნება.

მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 07:20 საათზე გამოვა, ბათუმიდან თბილისისკენ კი – 17:50 საათზე გავა.

რკინიგზის ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.

რკინიგზამ დამატებითი რეისი, იგივე განრიგით, დანიშნა 13 აგვისტოსაც.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version