საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა.

6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული პაციენტის პირველი გარდაცვალებიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან დღემდე, 6 აგვისტომდე, კოვიდით გარდაცვლილია 6016 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირდა 440 353 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version