Batumelebi | სილქნეტის ინტერნეტი შინ და გარეთ სილქნეტის ინტერნეტი შინ და გარეთ – Batumelebi
RU | GE  

სილქნეტის ინტერნეტი შინ და გარეთ

როცა ხან ქალაქში, ხან აგარაკზე, ხან მთაში, ხან ზღვაზე, ხან შინ – ხან გარეთ,  სანდო, სტაბილური და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველგან გჭირდებათ. 

ახლა აქციაა და თუ ჯერ არ სარგებლობთ სილქნეტის ოპტიკური სერვისით, კარგი დროა ქსელში ჩასართავად. ინტერნეტი +ტელევიზიას თუ აირჩევთ,  ორი თვით ყველაზე მაღალი ტვ პაკეტი „პრემიუმ+“ გაგიაქტიურდებათ გადასახდელის გარეშე. ინსტალაციაც უფასოა! 

ტელე პაკეტში  200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტის და სეტანტას არხები, ასევე ყველა საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი კონტენტი.  დამატებით შეგეძლებათ  კინოკატალოგით Amediateka ისარგებლოთ – თვეში 3 ლარად. კინოკატალოგში HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებსა და ახალ ეპიზოდებს მიადევნებთ თვალს. თანაც, მაღალი ხარისხით, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე, ენის ცვლის შესაძლებლობით (Audio). 

ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით, გადაამოწმეთ არის თუ არა თქვენი მისამართი, აგარაკი, რეგიონი სილქნეტის ოპტიკური ზონებში და ერთიანად  შეუკვეთეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ტელევიზია გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით. 

ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი სილქნეტის ქსელის უპირატესობაა – მთაში, ბარში, ზღვაზე, კურორტებზე, აგარაკებზე – ყველა დიდ დასახლებულ პუნქტშია დანერგილი უახლესი ტექნოლოგია. 

თუ სილქნეტის მობილურ ქსელში დღესვე დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე, 2GB ინტერნეტ პაკეტს  მიიღებთ საჩუქრად ყოველთვიურად. პორტირება უფასოა და  შესაძლებელია, როგორც მომსახურების ცენტრებში, ისე ონლაინ შეკვეთით. 

განაცხადის დაფიქსირების შემდეგ – სიმ ბარათს მსურველი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებს. თბილისში სასურველ მისამართზე მიტანა – უფასოა.

რაც შეეხება სხვა მობილურ შეთავაზებებს: კომპანიამ „სილქ კოსმოში“ გააერთიანა პაკეტების ნაკრები, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს აქტივობებს და დღის რეჟიმს. სურვილისამებრ  აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პირობები. 

სილქნეტმა, მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინებით, შეთავაზებებში დააბრუნა ერთდღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი 1 ლარად. თუ მეტი დღით გსურთ ინტერნეტის  ულიმიტოდ  გამოყენება, ესეც გათვალისწინებულია შეთავაზებაში: 5 დღით- 4 ლარია,  ღამის საათებში ინტერნეტით შეუზღუდავად სარგებლობა – თვეში 4,9 ლარი. 

თვალი ადევნეთ  კომპანიის  facebook და Instagram გვერდებზე და ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც „სილქფესტის“ აქციის შესახებ წინასწარ შეგატყობინებენ. ეს შეთავაზებები საშუალებას მოგცემთ მინიმალურ ფასად  ჩაირთოთ ულიმიტო ინტერნეტი და უსასრულო სასაუბრო დრო მთელი თვით, ან გაიაქტიუროთ ის შერეული კომბინაციები, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ იმ მომენტისთვის.

სილქნეტის მობილური ინტერნეტი, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან, მოგცემთ საშუალებას მუშაობას დასვენებაც შეუთავსოთ. ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი