7 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3054 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 633 მძიმე პაციენტია.

6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.70%.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version