28 ივნისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია სულ 43 165 პაციენტი.

კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) 9 პაციენტი.

აჭარაში მკურნალობას გადის: კლინიკაში – 132 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 173, ხოლო ონლაინკლინიკაში – 229.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version