აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ  ფეისბუქის თავის გვერდზე ახლახან დაწერა.

„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.

მთავრობის თავმჯდომარე კორონავირუსზე 13 მაისს აიცრა „სინოფარმით“, 3 ივნისს კი მეორე დოზით აიცრა. როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვეუბნებიან, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version