ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ტაილანდური მასაჟის სალონთან  -,,ლოტუს ტაი მასაჟი”  ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მუშაობდა ათამდე პოლიციელი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, ნარკოდანაშაულის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version