მთავარი,სიახლეები

499 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი პაციენტი – კოვიდი საქართველოში

01.04.2021 • 995
499 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი პაციენტი – კოვიდი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით.

პირველი აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64 %. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 785  პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 65, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 45, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი.

დღეისათვის 2 895  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3645 პირი, აჭარაში – 1 144, იმერეთში – 878.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: