14 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 58 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია – 35 201 პაციენტი; კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზეა] – 4 პაციენტი.

ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაში მკურნალობს 169 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 98, ონლაინ კლინიკაში – 118.

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში ინახება.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version