ბათუმში, ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინთან, სატვირთო ავტომანქანა შუახნის ქალს დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი სხვადასხვა მძიმე დაზიანებით ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version