ამერიკელმა სენატორმა ვერმონტის შტატიდან, ბერნი სანდერსმა 1,8 მილიონი დოლარი შეაგროვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტოს გამოყენებით, რომელზეც სანდერსს ნაქსოვი, თბილი ხელთათმანები უკეთია.

კერძოდ, ამ ფოტოს გამოსახულებით სანდერსმა თავისი ვებგვერდის საშუალებით ზედატანები გაყიდა. ზედატანების ფასი 27 და 45 დოლარი იყო.

სანდერისის ვებგვერდზე ჩანს რომ ამ ეტაპზე ზედატანები გაყიდულია

მედიის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ 1,8 მილიონ დოლარს სანდერსი ვერმონტის შტატის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.

79 წლის სენატორი, ბერნი სანდერსი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა ჭრელი, თბილი ხელთათმანის გამო, რომელიც სენატორს ინაუგურაციაზე ეკეთა.

სანდერსის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო ინტერნეტში ათასობით მემეს შთაგონების წყარო გახდა. გაირკვა, რომ სენატორს ჭრელი ხელთათმანი სკოლის მასწავლებელმა, 42 წლის ჯენ ელისმა მოუქსოვა ვირჯინიას შტატიდან.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version