აშშ-ის კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა. ერთი კვირაა კაპიტოლიუმის შენობას ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური გვარდია იცავს.
ჯარისკაცები კონგრესის შენობას წუთითაც არ ტოვებენ, ამიტომ მათ იქვე უწევთ ძილი.
ბიბისის თანახმად, ეროვნული გვარდიის 10 ათასი წევრი იქნება მობილიზებული ვაშინგტონში შაბათამდე. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას კი შესაძლოა მათი რიცხვი გაორმაგდეს.





