25 დეკემბერს, ღამით, ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.

ბათუმის მერიის განცხადებით, ტრადიციულად, ამ დღეს ბინებს გადასცემენ იმ ოჯახებს, ვისავ  7 და მეტი შვილი ჰყავთ.

„ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს, 4 ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ“ – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

ნაძვის ხე ბათუმის ბულვარში. ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია

წელს ბათუმში წელს 503 ათასი ლარი დაიხარჯა საახალწლო ნაძვის ხის დადგმასა და რამდენიმე ქუჩის განათებაში.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version