დიდ ბრიტანეთში გამართული ფოტოკონკურსის – Earth Photo 2020 გამარჯვებულებს შორისაა ფრანგი ფოტოგრაფის, ჯონათან ხიმენესის, იგივე ჯონკის ფოტო – „კაფე აფხაზეთში“.

ფოტოგრაფმა აფხაზეთში ძველი შენობების ფოტოსერია გადაიღო, რათა ეჩვენებინა, როგორ ეუფლება თანდათან ბუნება ადამიანებისგან მიტოვებულ შენობებს.

მიტოვებული თეატრი აფხაზეთში. ფოტო: rgs.org
მიტოვებული კაფე აფხაზეთში. ფოტო: rgs.org

Earth Photo დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული ფოტოკონკურსია, რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიული გარემოსა და პირობების ჩვენებაა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version