21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში 959 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 47 ადამიანი.

აჭარაში 1 672 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 022 პირი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 19 161 ადამიანი.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version