მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

18.11.2020
კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში,  გამოჯანმრთელდა 2 539 პირი.

დღეს გამოვლენილი 443 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64სამეგრელო და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: