სიახლეები

„საბა” – წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ფინალისტები ცნობილია

20.10.2020
„საბა” – წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ფინალისტები ცნობილია

2020 წლის ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ აქამდე 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. დღეს კი გამოვლინდა „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა. ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული კი  ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები არიან:

1. დოდო ყვავილაშვილი –  მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

2. ელზა ახვლედიანი – ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)

3. ხათუნა ცხადაძე – მელანია მაცუკოს „ვიტა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

4. ზაზა ჭილაძე – უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებლები“ (არტანუჯი)

5. თამარ ლომიძე – აირის მერდოკის „შავი პრინცი“ (დიოგენე)

6. თამარ კოტრიკაძე – ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“ (წიგნები ბათუმში)

7. თამარ ჯაფარიძე – ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ (პალიტრა L)

8. მანანა ღარიბაშვილი – პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)“ (არტანუჯი)

9. თაკო ჭილაძე – თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ (არტანუჯი)

10. რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“ (ალეფი)

11.გურამი ღონღაძე – ჯეიმს ბალარდის „ცათამბჯენი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

12.თინა ღარიბაშვილი – მიშელ ტურნიეს „მეტეორები“ (ალეფი)


ლიტერატურული კონკურსის 2020 წლის ყველა ნომინაციაში ფინალისტების სია იხილეთ აქ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.