ქობულეთში პირველ ოქტომბერს 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

ბავშვის ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. „ბათუმელებს“ სამხარაულის ბიუროსთან ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

__________________

ფოტოზე: სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ბათუმში

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version